რა შემთხვევაში გაყიდის „რეალი“ აზარს?
ედენ აზარს არცთუ ისე სახარბიელო პერიოდი უდგას კარიერაში.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდელები უკმაყოფილონი არიან ბელგიელით და მის გასხვისებას აპირებენ. L'Équipe-ს ინფორმაციით, მიუხედავად არსებული რეალობისა, ფლორენტინო პერესი დიდ ნდობას უცხადებს „შვიდიანს“ და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მსუყე წინადადება შევა ფეხბურთელთან დაკავშირებით.
ედენს მოქმედი კონტრაქტით 2024 წლის ზაფხულამდე აქვს დაკავშირებული მომავალი „ბლანკოსთან.“ თავად მოთამაშის გეგმაში ესპანეთის დატოვება არ შედის და პირიქით, ბოლომდე აპირებს ბრძოლას შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად. უკანასკნელი 3 შეხვედრის განმავლობაში, ანჩელოტიმ მხოლოდ 12 წუთით მისცა თავის გამოჩენის საშუალება შეგირდს, თუმცა სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ, „ჩელსის“ ყოფილი ვარსკვლავი მეტ დროს მიიღებს.
მომავალი ჯოჯოხეთური კალენდარიდან გამომდინარე, აზარის მონაწილეობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.
DC
- 13 ნოემბერი 2021
- 717
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.