ბელგიის ნაკრების „დიდების დარბაზი“
რობერტო მარტინესის გადაწყვეტილებით, ბელგიის ნაკრებში „დიდების დარბაზი“ დაარსდა, სადაც ის ფეხბურთელები გაწევრიანდნენ, რომლებსაც ეროვნული გუნდის მაისურით 100 და მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
ამ ეტაპისათვის, „წითელი ეშმაკების“ რიგებში, „ასიანის“ გადალახვა მხოლოდ ექვსმა ფეხბურთელმა შეძლო: იან ვერტონგენი (134), აქსელ ვიტსელი (118), ტონი ალდერვეირელდი (118), ედენ აზარი (115), დრის მერტენსი (102) და რომელუ ლუკაკუ (101).
დღეს გამართულ ღონისძიებაზე, აღნიშნული ფეხბურთელების ფეხის ანაბეჭდის აღება მოხდა, რომელიც ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციაში საპატიო ადგილს დაიდებს.
MARCA
- 13 ნოემბერი 2021
- 406
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.