ტონი კროოსის ფაქტორი
სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბს მეტად რთული კალენდარი ელოდება.
მეტად მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩების წინ, კარლო ანჩელოტის შემადგენლობის ნახევარდაცვის ხაზში ერთ-ერთი ნათელი წერტილია ტონი კროოსი. როგორც იცით, გერმანელმა ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა და შესაბამისად მას შემდეგ, საერთაშორისო პაუზების დროს, გუნდის ბაზაზე ვარჯიშით არის დაკავებული. მიღებული გადაწყვეტილების წყალობით, მიმდინარე სეზონში, „რვიანს“ 7-ით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, რაც მის სათამაშო კონდიციებზე დადებითად აისახა, რასაც ვერ ვიტყვით კაზემიროზე, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების დასახმარებლად, 21 ათასი კილომეტრის დაფარვა მოუწია და მოდრიჩზე.
წლეულს, ტრავმის გადამკიდე, ტონიმ მხოლოდ მატჩების 40 პროცენტში მიიღო მონაწილეობა. ამ ეტაპისათვის, ის თავს კარგად გრძნობს, რაც წინა შეხვედრაშიც დადასტურდა, როდესაც ამ უკანასკნელმა „რაიო ვალეკანოს“ კარი აიღო. ის, რომ ბუნდეს ნაკრების დატოვება კროოსზე შესამჩნევად აისახა, სტატისტიკა მოწმობს. შუახაზელმა შარშანდელთან შედარებით, ზედიზედ სამ კომპონენტში დააფიქსირა პროგრესი - პასების სიზუსტე (92.7%-დან 94.8%-მდე), კარისკენ დარტყმა (1.5-დან 2-მდე) და დაფარული მანძილი (6.2 კმ-დან 6.8 კმ-მდე).
ტონის ფიზიკურმა და სათამაშო ფორმამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მომდევნო კვირების განმავლობაში.
AS
- 13 ნოემბერი 2021
- 610
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.