„რეალმა“ პარიზში წარმომადგენელი გაგზავნა
ის, რომ „რეალის“ ნომერ პირველ სატრანსფერო პრიორიტეტად კილიან მბაპეს გადაბირება ითვლება, არავისთვისაა სიახლე.
ფლორენტინო პერესი ძალისხმევას არ იშურებდა ფრანგი ვარსკვლავის საგა განვლილ ზაფხულშივე დაესრულებინა, თუმცა პარიზული კლუბის ბოსისგან უარი მიიღო. შედეგად, შემტევმა ფეხბურთელმა არც გუნდის შეთავაზება მიიღო კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსის ისარგებლებს.
OK Diario-ს ცნობით, სამეფო კლუბმა საფრანგეთის დედაქალაქში წარმომადგენელი გაგზავნა, რომელიც მბაპეს დედას შეხვდება. ფაიზა ლამარი, მეუღლისგან განსხვავებით, შვილის მადრიდში გადაბარგების მომხრეა და შესაბამისად, მასთან მოხდება სამომავლო გეგმების განხილვა.
BD
- 13 ნოემბერი 2021
- 1 291
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.