როგორ მიმართა ბენზემამ თანაგუნდელებს?
„ლიონში“ ბენზემას თანაგუნდელმა კლაუდიო კაკაპამ, ESPN-თან, კარიმის პირველი ნაბიჯები გაიხსენა საფეხბურთო სამყაროში.
„კარიმი ყოველთვის ფოკუსირებულია და იცის რა უნდა. ის ასეთი იყო 17 წლის ასაკშიც.“
„როდესაც ახალგაზრდული გუნდიდან მთავარში დაწინაურდა, ვახშამზე თუ ლანჩზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „მე აქ ვარ იმისათვის, რომ თქვენი ადგილები დავიკავო მოედანზე. მოვედი თავდადებითა და შრომით.““
„ახალგაზრდა ფეხბურთელისგან მსგავს სიტყვებს როცა ისმენ, ხვდები, რომ ის ძალიან ბევრს მიაღწევს კარიერის განმავლობაში და საერთოდ არ მიკვირს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა.“
„სიმართლე გითხრათ, მაშინ ბევრი ვიცინეთ კარიმის გამოსვლაზე. ეს რაღაც მოულოდნელობასთან ასოცირდებოდა. იმ დროისათვის ისეთი მოთამაშეები გვყავდა გუნდში, როგორებიც: ვილტორდი, ელბერი და ნილმარი იყვნენ - დიდებული ფეხბურთელები. თუმცა ასეთი ფრაზის შემდეგ, რაც კარიმმა წარმოთქვა, მივხვდი, თუ რაოდენ ძლიერ პიროვნებასთან გვქონდა საქმე.“
„ბენზემა ყოველთვის გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებდა მოედანზე. დარტყმისათვის ორივე ფეხს იყენებდა, სწორად არჩევდა პოზიციებს და რაც მთავარია, ჰქონდა „ქილერის“ ინსტიქტი. უმნიშვნელო იყო, რომელი მხრიდან და სად იღებდა ბურთს, „ცხრიანმა“ ზეპირად იცოდა კარისა და მისი დარაჯის ადგილმდებარეობა.“
MARCA
- 13 ნოემბერი 2021
- 1 039
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.