ბენზემა და ვინისიუსი - „რეალის“ ისტორიული ტანდემი!
„სანტიაგო ბერნაბეუს“ კედლებს არა ერთი ლეგენდარული პარტნიორული კავშირები ახსოვს.
კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგების შემდეგ, გუნდის შედეგიანობის მთლიანი ტვირთი კარიმ ბენზემამ აიღო საკუთარ მხრებზე, რომელსაც მოგვიანებით ვინისიუსი შეუერთდა და საერთო ჯამში, გულშემატკივრების თვალწინ, ისტორიული ტანდემი ჩამოყალიბდა.
მიმდინარე სეზონში, 16 ჩატარებული მატჩის თავზე, „რეალი“ 37 შედეგიანი დარტყმით იწონებს თავს და აქედან, გოლების 62.16% სწორედ ნახსენებ დუეტზე მოდის (23 გოლი). კლუბის ისტორიის განმავლობაში, აღნიშნულზე უკეთესი მაჩვენებელი, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ფიქსირდება. 1945/46 წლების სეზონში, პრუდენისა და საბინო ბარინაგას წყვილი შემადგენლობის საერთო გოლების 62.86%-ზე გახდა პასუხისმგებელი.
ქვემოთ გთავაზობთ გრაფიკულ მაჩვენებელს (ესპანურ ენაზე), სადაც აღნიშნულია ბოლო 13 სეზონის განმავლობაში მადრიდული ტანდემების შედეგიანობის სტატისტიკური მაჩვენებელი:
*Partido Jugados - ჩატარებული მატჩი
*Goles PareJa - წყვილის გოლების რაოდენობა
*Goles equipo - გუნდის გოლების საერთო რაოდენობა
რაც შეეხება „ბლანკოსის“ სხვა ლეგენდარულ დუეტებს, მათი მონაგარი შემდეგია: ალფრედო დი სტეფანო და ფერენც პუშკაში - 57.8% (1960/61 წ.წ.), დავორ შუკერი და რაული - 53.13% (1996/97 წ.წ.), რაული და რუუდ ვან ნისტერლოი - 49.5% (2006/07 წ.წ.).
როგორც ხედავთ, კარიმმა და ვინიმ საკმაოდ ხმაურიანად დაიწყეს. იმედია, ისინი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებენ ტემპს.
MARCA
- 13 ნოემბერი 2021
- 677
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.