ისტორია - პერესის დამოკიდებულება ვინისიუსის მიმართ
ვინისიუს ჯუნიორი სამეფო კლუბის ამომავალი ვასრკვლავია.
ბრაზილიელი შემტევი კლუბის პრეზიდენტის ერთ-ერთ ფავორიტ ფეხბურთელად ითვლება. ნიშანდობლივია, რომ ვინის გამადრიდელების პირველი დღიდან, პერესს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მიუხედავად თავდაპირველი სირთულეებისა, „სანტიაგო ბერნებუს“ მესვეურს გული არ აუცრუებია და ბოლომდე სჯეროდა მოთამაშის პოტენციალის. შედეგიც სახეზეა, მიმდინარე სეზონში სამხრეთ ამერიკელი დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს.
ჟურნალისტმა მარიო კორტეგანამ საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა: „2018/19 წლების სეზონში, როდესაც ვინისუსი კასტილიაში ირჯებოდა, ის პარალელურად მთავარი გუნდის განაცხადშიც იყო შეყვანილი „სელტას“ წინააღმდეგ. გამომდინარე იქედან, რომ ფეხბურთელმა ახალგაზრდა მადრიდისტებთან ერთად შაბათს ჩაატარა შეხვედრა, ფიზიკურად ვერ მოასწრო ლოპეტეგის შეგირდებს გაჰყოლოდა ვიგოში. ფლორენტინომ აღნიშნული ფაქტი გულთან ახლოს მიიტანა და ვინის პირადი თვითმფრინავით შეთავაზა გალისიაში გადაფრენა, რითაც თავისი სიმპათიები ახალგაზრდა ტალანტის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა.“
BD
- 13 ნოემბერი 2021
- 837
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.