დავიდ ალაბა ყველაფერზე მიდის
ავსტრიელმა ფეხბურთელმა ელვის სისწრაფით გაიარა ადაპტაციის პროცესი მადრიდულ გრანდში.
ბუნდეს ლიგაში 10 წლიანი კარიერის დასრულების შემდეგ, დავიდ ალაბა „რეალის“ დაცვაში გადაბარგდა, სადაც მყარ ტანდემს ქმნის ედერ მილიტაოსთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ახალწვეული მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ უკანა ხაზში, არამედ შეტევაშიც. ამ ეტაპისათვის, უნივერსალმა მოთამაშემ გუნდის 4 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც შემადგენლობაში მე-4 საუკეთესი შედეგია. დავიდმა ორჯერ ბენზემას გაატანინა, ერთხელ ვინისიუსს და თვითონაც შეძლოს თავის გამოჩენა. ალბათ, გახსოვთ, მისი სადებიუტო შედეგიანი დარტმა „ელ კლასიკოში“ და უშანსოდ დარჩენილი ტერ შტეგენი.
შედეგიანობის მაჩვენებლით, ალაბაზე წინ მხოლოდ ბენზემა (14 გოლი და 8 ასისტი), ვინისიუსი (9 გოლი და 7 ასისტი) და ასენსიო (3 გოლი და 2 ასისტი) დგანან. ამპლუით მცველი ისეთ ფეხბურთელებზე უკეთეს ციფრებს უყრის თავს, როგორებიც არიან: მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, კაზემირო, როდრიგო, იოვიჩი და ა.შ.
პრიმერა დივიზიონის მასშტაბით გაკეთებული პასების მხვრივ, „ბაიერნის“ ყოფილი წევრი მე-6 პოზიციაზეა (663 გადაცემა, 92% სიზუსტე). მისი ფიზიკური კონდიციები და სტაბილურობა, ანჩელოტის დიდ იმედებს აძლევს. მიმდინარე სეზონში მასზე მეტი დრო საქმეში, მხოლოდ კურტუამ და მილიტაომ გაატარეს. დავიდს ერთი შეხვედრის გამოტოვება მოუწიო კუნთის პრობლემის გამო („სელტასთან“).
AS
- 13 ნოემბერი 2021
- 605
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.