„რეალი“ აზარს 30 მილიონადაც გაყიდის
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ედენ აზარს 30 მილიონ ევროდაც გაყიდის და ამ ნაბიჯით დამატებით ხარჯებს დაზოგავს...
იმ შემთხვევაში, თუ „ნიუქასლი“ ან სხვა კლუბი ფლორენტინო პერესს 30 მილიონს შესთავაზებს, პრეზიდენტი ბელგიელ ვარსკვლავს შეელევა.
გარდა იმისა, რომ „ბლანკოსის“ ბიუჯეტი 30 მილიონით გაიზრდება, ასევე დაიზოგება ის კოლოსალური ხელფასი, რომელსაც „7“-იანი ყოველწლიურად იღებს. ამას დაემატება სხვა უზყუნველყოფის ხარჯებიც.
აზარი ნამდვილად არის „კაჭკაჭების“ რადარზე, მაგრამ პრეზიდენტ პერესს ოფიციალური წინადადება ჯერ-ჯერობით არ მიუღია.
ვნახოთ, რა მოხდება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ.
- 13 ნოემბერი 2021
- 367
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.