ალაბას ავსტრიის ნაკრებმა 4-2 იმარჯვა, დავიდი კი წლის საუკეთესო ავსტრიელად დაასახელეს
დავიდ ალაბას ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს 4-2 სძლია. ავსტრიელმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი...
მატჩის დაწყების წინ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა სპეციალური ჯილდო მიიღო. ალაბა წლის საუკეთესო ავსტრიელი ფეხბურთელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ დავიდმა აღნიშნული ჯილდოს მიღება კარიერაში მეშვიდედ შეძლო.
ვულოცავთ მადრიდისტას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!
- 13 ნოემბერი 2021
- 295
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.