”რეალი” და ”ინტერი” მაიკონის ფასზე ვერ თანხმდებიან
მადრიდის ”რეალი” ნელ-ნელა ანებებს თავს დუგლას მაიკონს, ვინაიდან ”ინტერის” ხელმძღვანელობა მასში საკმაოდ ბევრს ითხოვს...
როგორც სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, სამეფო კლუბი ბრაზილიელის ალტერნატივაზე გადაერთო. პერესს სურს მაიკონის ყიდვა 25 მილიონ ევროდ, რაზეც იტალიური კლუბის მესვეურები მტკიცე უარს აცხადებენ. მათ დუგლასი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველად მიაჩნიათ და მას 35 მილიონად აფასებენ.
ასე, რომ ახლა ჟოზე მაურინიო მთლიანად გადაერთო ჰოლანდიელ ვან დერ ვაილზე, რომლზეც მთელი რიგი ევროპული გრანდებისა არიან დაინტერსებულნი.
წყარო:goal.com
- 9 ივლისი 2010
- 1 668
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.