„რეალი“ დღეს არ ივარჯიშებს
კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, სამეფო კლუბის ფეხბურთელები დღეს არ ივარჯიშებენ.
იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ სანაკრებო პაუზა მოთამაშეების დასვენებისთვისაც უნდა გამოიყენოს, სწორედ ამიტომ დღეს სესია არ შედგება.
ხვალინდელი დღის გეგმა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კარლო ფეხბურთელებს ხვალაც დაასვენებს და ვარჯიშებს ორშაბათიდან განაახლებს.
ორშაბათს გუნდს სავარაუდოდ კაზემიროც შეუერთდება, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ბრაზილიის ნაკრებს მომდევნო მატჩში ვერ დაეხმარება.
- 13 ნოემბერი 2021
- 254
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.