თუ პოგბა მადრიდელი გახდება, მოდრიჩი „რეალს“ დატოვებს

ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩის მომავალი პოლ პოგბას ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული...

იმ შემთხვევაში, თუ სამეფო კლუბი ფრანგი ნახევარმცველის გადმობირებას შეძლებს, მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი აღარ განახლდება, ვინაიდან ანჩელოტი სწორედ პოლში ხედავს ლუკიტას იდეალურ შემცვლელს.

დიახ, „ბლანკოსი“ პოგბას უფასოდ დაიმატებს, მაგრამ მინო რაიოლა მინიმუმ 15 მილიონიან სატრანსფერო ბონუსს მოითხოვს. ასევე ბონუსი განისაზღვრება თავად ფეხბურთელისთვისაც, რომელიც მინიმუმ 20 მილიონიანი იქნება. (ასე იყო ალაბას შემთხვვაშიც).

გარდა ამისა გასათვალისწინებელია ხელფასი, ეს ციფრი 12 მილიონზე მეტი უნდა იყოს. აღნიშნული შემოსავალი პოლს პრემიერლიგაში აქვს, შეთანხმების შემთხვევაში კი მან საუკეთესო კონტრაქტი უნდა მიიღოს.

გამოდის, რომ პოლის დამატება მაინც უკავშირდება დიდ ხარჯებს, მოდრიჩის გაშვებით კი „რეალი“ 10 მილიონზე მეტს დაზოგავს (მოიაზრება ყველა ხარჯი).

როგორც სჩანს, მადრიდელები ფრანგს ელოდებიან და ლუკას ახალ კონტრაქტზე ნაბიჯების გადადგმას სწორედ ამიტომ არ ჩქარობენ.

  • Hala
  • 13 ნოემბერი 2021
  • 1 855
  • 2

1

13 ნოემბერი 2021 12:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 749
აუ კაი რა მარტო ბიზნეზი ხოარაა ეს ფეხბურთი დატოვენ ერთი წელი და დაამთავრეს ის კაცი კარიერას. რეალის იმიჯიც აიწევა და მადლობა იქნება ერთგვარი რეალიაგან მოდრიჩს

2

13 ნოემბერი 2021 13:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 877
მაგის მოსვლის დღე მოვ....ან.
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)