49 დღე მოლაპარაკებების დაწყებამდე
ზუსტად 49 დღეში კილიან მბაპე, ანტონიო რუდიგერი და პოლ პოგბა მსურველ კლუბებთან ოფიციალური მოლაპარაკებების უფლებას მოიპოვებენ, ვინაიდან მათი კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვე დარჩება...
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს უკვე აქვს ჩამოყალიბებული რამდენიმე ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ მიმართულებებს აიღებს და იმუშავებს სამივე ზემოხსენებულ ფეხბურთელთან.
მადრიდში იციან, რომ პროგრამა მაქსიმუმი სამივე მოთამაშის უფასოდ დამატებაა, ხოლო მინიმუმი 2 ფეხბურთელის გამადრიდელება.
2022 წლის დაწყებისთანავე მადრიდული გრანდი აქტიური ნაბიჯების გადადგმას აპირებს, ვინაიდან მსურველები კლუბები ასპარეზზე ეტაპობრივად გამოდიან, ეს კი კონკურენციას ზრდის.
- 12 ნოემბერი 2021
- 468
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.