მენდიმ ანჩელოტიც მოხიბლა

თითქმის 5 თვიანი უქმობის შემდეგ, ფერლან მენდი კვლავ საქმეშია.

განვლილ სეზონში მარცხენა ფეხზე მიღებული დაზიანება ძვირად დაუჯდა ფრანგ ფეხბურთელს. მისი გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაიწელა, რის გამოც მცველმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება ვერ შეძლო.

მენდი მწვანე მინდორზე 19 ოქტომბერს, „შახტარის“ წინააღმდეგ შეხვედრაში დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ მისთვის პირველი პაექრობა, ანჩელოტის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შემდეგ ფერლანმა 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა (4 სასტარტო და 1 შეცვლაზე) და როგორც მოსალოდნელი იყო, მარცხენა ფრთაზე სტაბილურობა დაამყარა. ახალი მწვრთნელის მოსახიბლად, „ლიონის“ ყოფილ შეგირდს სულ რამდენიმე ორთაბრძოლაღა დასჭირდა.

შეიძლება ითქვას, რომ 26 წლის მოთამაშე სამეფო კლუბისათვის ერთგვარი თილისმაა. როდესაც ის ძირითადი თერთმეტეულიდან ერთვება დაპირისპირების მიმდინარეობაში, „რეალი,“ ფაქტობრივად, არ აგებს. 47 ასეთი შემთხვევიდან, „თეთრებმა“ მხოლოდ ერთხელ იწვნიეს მარცხი (21 იანვარს, „ლევანტესთან“), ხოლო 36 ჯახი მათი გამარჯვებით დასრულდა.

მენდის ოცნებას ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმოადგენს. ფეხბურთელი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ დიდიე დეშამის სიმპათიები დაიმსახუროს. ნაკრებშ მოხვედრის გზაზე, მისი მთავარი კონკურენტები ტეო ერნანდესი და ლუკას დინიე არიან.

MARCA


1

12 ნოემბერი 2021 21:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ტეო ახლოშიც არ არის დაცვითი თამაშის მხრივ.. წინ ძალიან ძლიერია..

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)