აზარი „ტოტენჰემში“ გადასვლასთან ახლოს იყო
ჰარი რედნაპმა, რომელიც წლების განმავლობაში „სპურს“ წვრთნიდა, ბელგიელ ფეხბურთელთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა.
„ჯო ქოულმა ლილიდან დამირეკა და მითხრა, რომ მის გვერდით საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობდა. მისი გადმოცემით აზარი უბრალოდ სასწაული იყო. მოკლე დროში გავემგზავრე ჩრდილოეთ საფრანგეთში, რათა უშუალოდ მენახა ედენის ბურთაობა - ის მართლაც ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. შემდეგ მას აგენტთან ერთად სასტუმროს ნომერში შევხვდი და „დეზებში“ გადაყვანის ოპერაცია დავიწყე. თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა პრეზიდენტმა ლევიმ უარი განაცხადა აზარში 16 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდაზე“ - დასძინა ინგლისელმა თავკაცმა.
AS
- 12 ნოემბერი 2021
- 375
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.