„რეალის“ რადარზე კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოჩნდა
სამეფო კლუბის სკაუტები ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენას განაგრძობენ.
ამჯერად, მადრიდული გრანდის ობიექტივში ლუის ენრიკე მოექცა, რომელიც „ფლუმინენსეს“ ღირსებას იცავს. 20 წლის ფეხბურთელი შეტევის მარჯვენა ფრთაზე ასპარეზობს. ის საკმაოდ ნაყოფიერია კონტრ შეტევების დროს, ფლობს კარგ დრიბლინგს და ძალიან უყვარს მარცხენა ფეხით შორეული დარტყმების განხორციელება. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელის მონაგარი 5 გოლსა და 4 ასისტს შეადგენს. მას რეგულარული სათამაშო დრო ეძლევა (48 შეხვედრა და 2658 წუთი) და შეიძლება ითქვას, შედეგიანობის თვალსაზრისით უკეთესი მაჩვენებელიც უნდა ჰქონდეს.
„ბლანკოსს“ მისი შეძენით „კასტილიის“ რიგების გაძლიერება სურს. რაულის შეგირდები არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში არიან. სეგუნდა ბ-ს 11 ტურის თავზე, მხოლოდ 4 გამარჯვება აქვთ აქტივში (2 ფრე და 5 მარცხი) და მეტად მოიკოჭლებენ შედეგიანობის კომპონენტში - 13 გატანილი გოლი 15 გაშვებულის წინააღმდეგ.
Transfermarkt-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკეს სატრანსფერო ღირებულება 3.5 მილიონ ევროს შეადგენს.
AS
- 12 ნოემბერი 2021
- 988
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.