როგორ დაბრუნდა ანჩელოტი „რეალში?“
განვლილ ზაფხულს, კარლო ანჩელოტის მეორედ მიეცა სამეფო კლუბში მუშაობის საშუალება.
ჟურნალისტმა ტომას რონსერომ გულშემატკივრებს იტალიელი სპეციალისტის მადრიდში დაბრუნების ისტორია უამბო, რომელიც საკმაოდ სახალისოა: „როდესაც ზიდანი გადაბარგდა მადრიდიდან და პერესი ახალი მწვრთნელის ძიებაში იყო, ანჩელოტიმ ხოსე ანხელ სანჩეს დაურეკა და ჰკითხა, იპოვა თუ არა მენეჯმენტმა ფრანგის შემცვლელი, რაზეც გენერალურმა მენეჯერმა მიუგო რომ არა. ამ დროს, იტალიელმა განაცხადა - ძალიან კარგი. ჩათვალეთ რომ თქვენ უკვე გყავთ ახალი დამრიგებელი.“
სატელეფონო კომუნიკაციის დასრულების შემდეგ, ხოსე ანხელი დაუკავშირდა პრეზიდენტს, რომელსაც პაპა კარლოს დანიშვნა შესთავაზა. დონ ფლორენტინომ მოიწონა აღნიშნული იდეა და მწვანე შუქი აუნთო მის განხორციელებას.
კარლო ანჩელოტიმ კი, მოქმედი კონტრაქტის დარღვევისათვის, „ევერტონის“ ხელმძღვანელობას 5 მილიონი ევრო გადაუხადა. ეს დიდად არც ანაღვლებდა მას, ვინაიდან ძალიან სურდა კვლავ სამეფო კლუბის გაწვრთნა.
DefensaCentral
- 12 ნოემბერი 2021
- 1 858
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.