მაიორალი უკმაყოფილოა
როგორც ჩანს, ბორხა მაიორალისა და ჟოზე მოურინიოს თანამშრომლობა ვერ შედგა.
24 წლის თავდამსხმელი, რომელიც უკვე მეორე წელია იჯარის წესით ასპარეზობას რომაულ კლუბში, თავისი ამჟამინდელი ყოფით უკმაყოფილიო. პორტუგალიელი დამრიგებლის გუნდში მისვლის შემდეგ, ესპანელ ფეხბურთელს, ფაქტობრივად, არ ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. ამ მომენტისათვის, ბორხამ მხოლოდ 107 წუთი გაატარა საქმეში. არადა, შარშანდელ სეზონში დედაქალქური კლუბის ძირითად მოთამაშედ ითვლებოდა.
მაიორალს განზრახული აქვს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიცვალოს ადგილმდებარეობა. მისი შესაძლებლობისადმი ყველაზე დიდ ინტერესს, „ფიორენტინა“ და „კრისტალ პალასი“ გამოხატავენ.
ახალგაზრდა მეგოლე მომდევნო ზაფხულს დაბრუნდება „რეალის“ განკარგულებაში.
- 12 ნოემბერი 2021
- 422
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.