გარეთ ბეილის ორი სახე
ფეხბურთელისთვის სხვა ცხოვრება იწყება, როდესაც ის სამშობლოში ბრუნდება.
2006 წლის 26 მაისს, სრულიად განსხვავებულმა ბეილმა, ტოშაკის ხელმძღვანელობით, ტრინიდადი და ტობაგოს წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ეროვნული ნაკრებში. მაშინ, გარეთმა ყველანაირი რეკორდი დაამხო, ვინაიდან მისი ასაკი მხოლოდ 16 წელსა და 15 დღეს შეადგენდა. იმ მომენტისათვის, ფეხბურთელი უცნობი იყო ფართო საზოგადოებისათვის. ის ვერც ფიზიკური მონაცემებით იწონებდა თავს, რის გამოც, ვენგერი და ფერგიუსონი ეჭვის თვალით უყურებდნენ. საბოლოოდ, „საუტჰემპტონის“ ამომავალ ვარსკვლავს ნდობა „ტოტენჰემმა“ გამოუცხადა. „დეზებმა“ ჯერ 5, ხოლო შემდეგ 10 მილიონი შეთავაზეს „წმინდანებს,“ საიდანაც დაიწყო ახალი ერა. წლების შემდეგ, „სპურსმა“ 101 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისა შემტევი და ფერგიმაც გვიან გაანალიზა, თუ როგორ მძინეწონოსანთან ჰქონდა საქმე.
საფეხბურთო კარიერის დაწყებამდე, გარეთმა Whitchurch-ის საშუალო სკოლა დაასრულა, სადაც ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესწავლას დიდ დროს უთმობდა. შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ საკუთარ მხრებზე უნდა ეტვირთა ჯონ ჩარლზის მემკვიდრეობა. ეს უკანასკნელი „იუვენტუსის“ ისტორიულ ტრიოს ქმნიდა სივორისა და ბონიპერტისთან ერთად. სწორედ მისი ლიდერობით „დრაკონებმა“ 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალური სტადიაზე ასპარეზობაც მოახერხეს (საბოლოოდ ბრაზილიასთან დამარცხდნენ).
როდესაც ბეილმა სამეფო კლუბის მაისური მოირგო, უელსის ფეხბურთის ფედერაციამ მას გეგმა დაუსახა, რომელიც მუნდიალზე მოხვედრას გულისხმობდა. მან გუნდის გაყვანა ვერ შეძლო რუსეთში გამართულ ტურნირზე, თუმცა მიჯრით 2 ევროპის ჩემპიონატზე უკაპიტნა ნაკრებს. 2016 წელს, ისინი ტურნირის ნახევარფინალამდეც კი მივიდნენ. რაც შეეხება მომავალ ჩემპიონატს, რომელიც ყატარში უნდა გაიმართოს 2022 წელს, ბრიტანელების მონაწილეობის საკითი, ამ ეტაპისათვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„ჩვენს პირველ შეხვედრაზე, რომელსაც მამაც ესწრებოდა, ბევრი ისაუბრა პატრიოტიზმზე. შემდეგ მათთან ერთად განვიხილე ინგლისის დროშის ქვეშ ასპარეზობა, რაზეც მიპასუხა, რომ თუ კიდევ ერთხელ წამოვჭრიდი აღნიშნული თემას, მისი აგენტი აღარ ვიქნებოდი“ - აღნიშნავს ბარნეტი.
მადრიდში შეგუებულნი არიან, რომ ფეხბურთელისთვის ნაკრები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე კლუბი. მას აგვისტოს შემდეგ არცერთი წუთი უთამაშია „ბლანკოსის“ მაისურით და პრაქტიკის არმქონე მაინც გაემგზავრა სამშობლოში. თანამემამულეები სულ სხვანაირად ახასიათებენ გარეთს: „როგორც ჩანს, ის დიდებულ კონდიციებშია. ყოველთვის სატრენაჟორო დარბაზშია, სადაც თავდაუზოგავად ირჯება. ბეილი სათანადო ყურადღებას აქცევს სხუელის ფორმას“ - დასძინა მეკარე ჰენესიმ.
კვირას, ბელორუსიასთან ასპარეზობის შემთხვევაში, გარეთ ბეილი მეასედ მოირგებს უელსის მაისურს.
AS
- 12 ნოემბერი 2021
- 572
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.