„ლაიფციგმა“ შობოლაი ტრანსფერზე დააყენა
გერმანული Bild-ის ინფორმაციით, „ლაიფციგმა“ ახალგაზრდა თავდამსხმელის გასხვისება გადაწყვიტა.
დომინიკი შობოლაიმ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება განვლილ სეზონში მიიპყრო, როდესაც პირველ ნაწილში, ავსტრიული „ზალცბურგის“ რიგებში 9 გოლი და 11 ასისტი ჩაიწერა აქტივში. ამასთან, 21 წლის მოთამაშემ დიდებულად იასპარეზა უნგრეთის ნაკრებში და სწორედ მისი წყალობით, ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.
2021 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, შაბოლაი ბუნდეს ლიგაში გადაბარგდა, სადაც ტრავმის გამო სეზონის დარჩენილი ეტაპი გამოტოვა და მონაწილეობის მიღება ვერც ბებერო კონტინენტის მთავარ ტურნირზე მოახერხა.
მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 15-ჯერ მოირგო „ლაიფციგის“ მაისური და 6-ჯერ გამოიჩინა თავის შედეგიანი დარტყმით. მის ანგარიშზეა ზუსტად შესრულებული თერთმეტრიანი, ჩემპიონთა ლიგაზე, პარიზული გრანდის წინააღმდეგ.
გამოცემის ცნობით, მისი გადაბირების მთავარ სურვილს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ატლეტიკო“ გამოთქვამენ, თუმცა თვალთახედვის არეალიდან არ უნდა გამოგვრჩეს სამეფო კლუბი, რომელიც შარშანდელიდან მოყოლებული აკვირდება უნგრელის განვითარების პროცესს.
„ლაიფციგმა“ მოძმე კლუბიდან 20 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა შაბოლაი და ახლა, 60 მილიონ ევროდ აპირებს მის გაყიდვას.
AS
- 12 ნოემბერი 2021
- 520
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.