„დორტმუნდი“ მზადაა ჰოლანდს ხელფასი 20 მილიონამდე გაუზარდოს
გერმანული და ესპანური გამოცემების ცნობით, „დორტმუნდი“ მზად არის, ერლინგ ჰოლანდს თუნდაც 1 წლით დარჩენის შემთხვევაში ხელფასი 20 მილიონ ევრომდე გაუზარდოს...
ამ გზით გერმანულ მხარეს ნორვეგიელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და მიიჩნევს, რომ მოთამაშე აღნიშნულ შეთავაზებაზე აუცილებლად დაფიქრდება.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეში ფორვარდს „ნაიკთან“ თანამშრომლობის დასრულება და „პუმასთან“ ახალი კონტრაქტის დადება შეუძლია, ეს უკანასკნელი კი BVB-ს პარტნიორია და მზად არის, გუნდს ხელფასის გაზრდაში დაეხმაროს.
მინო რაიოლა მსურველ კლუბებს ხელფასით სახით 20-25 მილიონ ევროს სთხოვს, ეს კი ჰოლანდთან შეთანხმებული აზრია.
„ბილდ“-ის ცნობით, „რეალში“ ფეხბურთელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ძალიან ინტენსიურად აკვირდებიან და სურთ, რომ 2022 წელს მისი დამატება შეძლონ.
- 12 ნოემბერი 2021
- 404
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.