„რეალის“ წლიური ბრუნვა კვლავ 800 მილიონს გადააჭარბებს
20 ნოემბერს, მადრიდში, „რეალის“ გენერალური ანსამბლეას სხდომა გაიმართება, სადაც რიგი ეკონომიკური საკითხების განხილვა მოხდება.
პანდემიის გავრცელების პარალელურად, სამეფო კლუბმა საკუთარ თავს მკაფიო გეგმა დაუსახა - ქამრების შემოჭერა, რათა მოხდეს ეკონომიკური სიჯანსაღის შენარჩუნება. ახლა, როდესაც გულშემატკივრები დაბრუნდნენ სტადიონზე და კლუბებმა დაიწყეს დაკარგული შემოსავლის დაბრუნება, „ბლანკოსის“ ხაზინა იმაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ივარაუდებოდა. პორტალ 2Playbook-ის მონაცემებით, რომელიც სპეციალიზირებულია სპორტულ ინდუსტრიაში, 2021/22 წლების სეზონში „რეალის“ ბრუნვა კვლავ 800 მილიონ ევროს გადააჭარბებს და ამასთანავე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიიღებენ მოგებასაც.
„კლუბი იქნება ერთ-ერთი იმ ევროპულ გრანდებს შორის, რომელიც ზარალს არ განიცდის“ - აღნიშნული იყო „რეალის“ 2020/2021 წლიურ ანგარიშში. აღნიშნულ ფისკალურ წელს, მადრიდელებმა შეინარჩუნეს წმინდა მოგება და მეტიც, მისი გაზრდა მოახერხეს 874 ათას ევრომდე. მიღწეული შედეგი ერთობ ნიშანდობლივია, ვინაიდან არსებული პანდემიის ფონზე, „რეალის“ ბიუჯეტი 70 მილიონიანი ზარალი ემუქრებოდა. საბოლოოდ, ფლორენტინო პერესმა შემადგენლობის ნაწილისა და მენეჯმენტის ანაზღაურების 10 %-ით შემცირების წყალობით, თავიდან აიცილა ყოველგვარი უსიამოვნება.
2Playbook Inteligence-ის ცნობით, წმინდა საშუალო წლიური 34 მილიონიანი მოგებით 2011-დან 2019 წლამდე, პერესმა და მისმა ადმინისტრაციულმა ჯგუფმა მოახერხეს გარკვეული რეზერვის შექმნა არსებული კაპიტალის საფუძველზე, რისი გამოყენებაც ძნელბედობის ჟამს მოხდა. ამ ოპერაციით მათ თავიდან აიცილიეს გადაჭარბებული კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი მაღალშემოსავლიან წლებში და შექმნეს ფინანსური უსაფრთხოების ბალიშები ისეთი დღეებისთვის, როგორიც პანდემიამ გამოიწვია.
2021/2022 წლების სეზონში, მომგებიანობის შენარჩუნება დამოკიდებული იქნება გონივრულ ხარჯებსა და შემოსავლის გაზრდაზე. ხოსე ანხელ სანჩესს მოლოდინი აქვს, რომ ფულადი ბრუნვა წინა წელთან შედარებით 7 პროცენით გაიზრდება და მიაღწევს 695,5 მილიონ ევროს. სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს „სანტიაგო ბერნაბეუს“ ეტაპობრივი გახსნა, რომელიც 8-ჯერ გაზრდის შემოსავლებს ისეთი გზებით, როგორებიცაა: საწევრო გადასახადი, აბონიმენტებისა და ბილეთების გაყიდვა.
რეგულარული საქმიანობის გარდა, კაპიტალის გაზრდა პირდაპირ კავშირშია ტრანსფერებთან. უკვე მე-4 წელია, ფეხბურთელების გაყიდვით, „რეალის“ 100 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს.
პანდემიის დამსახურებით, კლუბმა ბოლო 2 სეზონის განმავლობაში 300 მილიონიანი შემოსავლის მიღების შანსი გაუშვა ხელიდან, იმდენად რამდენადაც, ტრანსფერების გამოკლებით, ფულადმა ბრუნვამ უკვე მიაღწია 750 მილიონ ევროს: „აღნიშნული დანაკარგის კომპენრისება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ინტენსიური ხარჯების დაზოგვის ღონისძიებების ფარგლებში“ - ხაზგასმულია დელეგატებისათვის გაგზავნილ ანგარიშში.
მენჯმენტის გეგმამ 36 მილიონით შეამცირა ხარჯთაღრიცხვა. ეს განხორციელდა მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების კონტრაქტის გაყიდვით ან გადახედვით და ყველა კონტრაქტორისა თუ პროცესის გადასინჯვით, ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
„კლუბისთვის მომდევნო სეზონიც რთულ გამოწვევად რჩება ეკონომიკურ ჭრილში. ამჯერად, მკაცრი ზომების მოხსნა არ დგას დღის წესრიგში“ - აღნიშნულია განცხადებაში.
AS
- 13 ნოემბერი 2021
- 590
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.