„რეალი“ „ახალი კროოსის“ სანაცვლოდ 70 მილიონს ამზადებს
მადრიდის „რეალს“ არაერთი სატრანსფერო მიზანი ამოძრავებს, მაგრამ ახლა ფლორენტინო პერესის რადარზე კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელსაც გერმანიაში „ახალ კროოსს“ ეძახიან და მასზე უდიდეს იმედებს ამყარებენ...
მბაპე, ჰოლანდი, პოგბა და სხვები კვლავ ძალაში არიან, თუმცა სატრანსფერო სიას ფლორიან ვირციც შეემატა, რომელიც „ლევერკუზენში“ თამაშობს და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნახევარმცველი სულ რაღაც 18 წლის არის, მაგრამ მისი ფასი უკვე გადასცდა 65 მილიონ ევროს.
ვირცს „ბაიერთან“ მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს, რომელიც მის გუნდში დარჩენას 2026 წლამდე ითვალისწინებს, რაც საქმეს რა თქმა უნდა ართულებს.
ფლორიანმა ბუნდესლიგაში უკვე მოასწრო 9 თამაშის ჩატარება, სადაც მის ანგარიშზე 4 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ის ასევე ეფექტურია ევროპა ლიგაზე, სადაც 3 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
გერმანელი ფეხბურთელი უფრო შემტევი სტილის არის, ვიდრე კროოსი, თუმცა მოედნის ცენტრშიც იდეალურად შეუძლია თამაში.
მოთამაშის სამსახურით „რეალის“ გარდა „სიტი“, „ბაიერნი“, „იუნაიტედი“ და „ჩელსიც“ ინტერესდებიან.
ასევე აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის მიხედვით, ვირცის გამოსასყიდ თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.
- 12 ნოემბერი 2021
- 795
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.