აზარი თუ ბეილი - ვის ირჩევს კონტე?
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ლონდონური გუნდის სადავეები ანტონიო კონტემ ჩაიბარა.
იტალიელ სპეციალისტს განზრახული აქვს „ტოტენჰემის“ კრიზისიდან გამოყვანა და ბუნებრივია, ამისათვის საჭიროა გარკვეული აქტიურობა სატრანსფერო ფანჯარაზე. ესპანელი სპორტული ჟურნალისტის, ედუარდო ინდას ინფორმაციით, „დეზებში“ კვლავ გაიჟღერა უელსელი ვარსკვლავის გვარმა: „დანიელ ლევის სურვილი იყო ინგლისის დედაქალაქში აზარის ხილვა, თუმცა კონტემ, რომელსაც ბელგიელთან მუშაობის გამოცდილება აქვს, პრეზიდენტს გადააფიქრებინა. მისი განცხადებით, ედენი ნაკლები ინტენსიურობით გამოირჩევა და ამასთანავე, არ არის შრომისმოყვარე. დამრიგებელმა კლუბის მესვეური ბეილის დაბრუნების აუცილებლობაში დაარწმუნა.“
ბრიტანელ შემტევს 2022 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი კონტრაქტი სამეფო კლუბთან, რის შემდეგაც „დეზებს“ უანგაროდ შეეძლებათ მისი წაყვანა, თუმცა ახალი მწვრთნელი არც იანვარში გამორიცხავს ტრანსფერის განხორციელებას (გარკვეული თანხის სანაცვლოდ).
ბეილმა განვლილი სეზონი სწორედ „ტოტენჰემში“ გაატარა იჯარის წესით. მან 36 შეხვედრა მიიღო მონაწილეობა და 16 გოლი გამოიჩინა თავი. რაც შეეხება მიმდინარე გათამაშებას, გულშემატკივრებმა გარეთი მხოლოდ სამჯერ იხილეს საქმეში. ის დროის დიდ ნაწილს ლაზარეთში ატარებს.
MARCA
- 11 ნოემბერი 2021
- 1 039
- 9