ლუკა მოდრიჩის ორმაგი გამოწვევა

ის, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, ლუკა მოდრიჩის შემთხვევაც ადასტურებს ამას.

36 წლის ნახევარმცველის წინაშე ორმაგი გამოწვევა დგას - პირველი, ხორვატიის ეროვნული ნაკრების გაყვანა მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალზე და მეორე, სამეფო კლუბთან კიდევ ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივება.

ამჟამად, ფეხბურთელი ზაგრებში იმყოფება, სადაც თანამემამულეებთან ერთად ემზადება საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 2 მატჩისათვის. დალიჩის შეგირდები ჯერ მალტას შეერკინებიან, ხოლო შემდეგ რუსეთს, რომელსაც სატურნირო ცხრილში 2 ქულით ჩამორჩებიან. ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, ხორვატები პირველ საფეხურზე დაასრულებენ ასპარეზობას და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს პირდაპირი წესით მოიპოვებენ, ხოლო სხვა შემთხვევაში, მათ ფლეი-ოფის ფორმატში მოუწევთ ჩართვა და საკმაოდ რთულ მეტოქესთან ჭიდილი.

როგორც იცით, მომდევნო მუნდიალი, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება, რა დროსაც, ლუკა უკვე 37 წლის იქნება. მისი ოცნებაა, რომ კიდევ ერთხელ უკაპიტნოს მშობლიურ გუნდს ესოდენ მნიშვნელოვან საფეხბურთო ფორუმზე და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს „რეალის“ ფეხბურთელის რანგში.

მოდრიჩს მომდევნო ზაფხულს ეწურება კონტრაქტი ესპანურ გრანდთან. როგორც მისი, ასევე კლუბის სურვილია, თანამშრომლობა 2023 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდეს და ალბათ, უახლოეს პერიოდში, ოფიციალურად მოხდება ამის გაფორმება.

კარლო ანჩელოტი დიდ იმედებს ამყარებს ვეტერან მოთამაშეზე და საკმაოდ სიფრთხილითაც ეკიდება მის მდგომარეობას.

AS


1

11 ნოემბერი 2021 20:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 128

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)