რუდიგერი „რეალს“ უახლოვდება

2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, სამეფო კლუბის კარგი შანსი ექნება, რომ გერმანელი ფეხბურთელით გააძლიეროს დაცვითი ხაზი.

ანტონიო რუდიგერს რამდენიმე თვეში ეწურება მოქმედი კონტრაქტი, თუმცა „არისტოკრატები“ მის გახანგრძლივებას არ აპირებენ, ვინაიდან მათთვის მიუღებელია მცველის მოთხოვნა ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით.

CNN Turk-ის ცნობით, ლონდონელებმა უკვე იპოვეს ბუნდეს ნაკრების წევრის შემცვლელი. ისინი იანვარის ფანჯარაზე, „ფენერბახჩედან“ 23,4 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებენ ატილა სალაის. შესაბამისად, 28 წლის რუდიგერს, რომლის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონს შეადგენს, ახალი კლუბის მოძიება მოუწევს.

ანტონიოსადმი დიდ ინტერესს გამოხატავს მადრიდის „რეალი“ და გავრცელებული ინფორმაციით, მოთამაშის სურვილსაც წარმოადგენს ანჩელოტის გუნდში ასპარეზობა. ამ ეტაპისათვის, „ბლანკოსის“ დაცვაზე პასუხისმგებელნი მილიტაო და ალაბა არიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, იტალიელ სპეციალისტს მათი სრულფასოვანი ჩამნაცვლებელი არ ჰყავს განაცხადში.

თუ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დააკმაყოფილებენ რუდიგერის სურვილს სახელფასო ჭერთან დაკავშირებით, ფლორენტინო პერესს სრულიად უანგაროდ შეეძლება მისი გამადრიდელება.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)