„რეალი“ აქტიურად აკვირდება კუბოს მდგომარეობას
იაპონელ ნახევარმცველს რთული პერიოდის გადალახვა უწევს.
როგორც იცით, ტაკეფუსა კუბომ, რომელიც იჯარის წესით „მალიორკაში“ გამოდის, 22 სექტემბერს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეხვედრის დროს მუხლის ტრავმა მიიღო. მას შემდეგ 20 წლის ფეხბურთელი სარეაბილიტაციო კურსს გადის და ბოლო ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაიწყებს ვარჯიშს.
მადრიდელები აქტიურად აკვირდებიან ნიჭიერი მოთამაშის გამოჯანმრთელების პროცესს. ისინი მუდმივ კომუნიკაციაში არიან კუნძულელებთან. მეტიც, აღნიშნული 2 თვის განმავლობაში, კუბო რამდენჯერმე იმყოფებოდა „ვალდებებასის“ ბაზაზე, სადაც უშუალოდ მიიღო რეკომენდაციები „ბლანკოსის“ სამედიცინო შტაბისგან.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სამეფო კლუბში დიდ იმედებს ამყარებენ ტაკეზე.
AS
- 11 ნოემბერი 2021
- 677
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.