დეშამი ბენზემას უფრთხილდება
როგორც იცით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სანაკრებო ბატალიებისკენ იქნება მიმართული.
სამეფო კლუბის რიგებიდან არა ერთ ფეხბურთელს უხმეს სამშობლოში და მათ შორისაა კარიმ ბენზემა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში, 14 გოლი და 8 ასისტი დაუგროვდა („რეალის“ მაისურით).
აღსანიშნავია, რომ „მამლები“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პაექრობებისთვის მზადებას კვირის დასაწყისში შეუდგნენ. რაც შეეხება უშუალოდ კარიმს, ის დღეიდან ჩაერთვება სავარჯიშო სესიებში. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო მატჩებში მან გარკვეული მიკრო ტკივილები იგრძნო, დიდიე დეშამმა თავდამსხმელს 4 დღიანი დასვენების საშუალება მისცა. „ლურჯების“ დამრიგებელი „რეალის“ ლიდერის მიმართ დიდ სიფრთხილეს იჩენს.
საფრანგეთის ნაკრები შაბათს ყაზახეთს დაუპირისპირდება, ხოლო სამშაბათს ფინეთს.
MARCA
- 11 ნოემბერი 2021
- 520
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.