„რეალს“ რთული კალენდარი ელოდება
სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბს მეტად რთული პერიოდის გადალახვა მოუწევს.
21 დღის ფარგლებში, ანჩელოტის შეგირდებს არა ერთ რთულ მეტოქესთან მოუწევთ პაექრობა და სასურველი შედეგის დაფიქსირება. სამშობლოდან დაბრუნებული ფეხბურთელები, 21 ნოემბერს „გრანადას“ შეერკინებიან სტუმრად, რის შემდეგაც მოუწევთ მნიშვნელოვანი მატჩის გამართვა ტირასპოლში „შერიფის“ წინააღმდეგ, რომლის მოგების შემთხვევაშიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საგზურს გაინაღდებენ.
28 ნოემბერს, მადრიდელები „სევილიას“ მიიღებენ „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ ხოლო აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში „ატლეტიკთან“ გადადებულ პაექრობას (1-ელ დეკემბერს) ჩაატარებენ, რასაც 5 დეკემბერს მოჰყვება გასვლითი ჯახი „ანოეტაზე“ „რეალ სოსიედადთან.“ უკვე 8 დეკემბერს, „თეთრები“ „ინტერს“ უმასპინძლებენ შინაურ კედლებში და მოემზადებიან სეზონის ერთ-ერთი პრინციპული შეხვედრისათვის, რომელიც 12 დეკემბერს „ატლეტიკოსთან“ შედგება.
როგორც ხედავთ, პაპა კარლოსა და კომპანიას საკმაოდ ნიშანდობლივი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ ახალ წლამდე.
MARCA
- 10 ნოემბერი 2021
- 847
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.