ისკო გარიყულია
ისკო ალარკონს სამეფო კლუბის რიგებში ყოფნის ვადა 7 თვეში ეწურება.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ესპანელი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს. მისი მდგომარეობა არც ანჩელოტის მოსვლამდე იყო სახარბიელო, თუმცა ახლა კიდევ უფრო დამძიმდა.
პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურის შეხვედრაში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ, ისკო ზურგის ტრავმის გამო არ შეიყვანეს განაცხადში. აღნიშნული მიზეზით ის კიდევ 3 შეხვედრის განმავლობაში არ ჩანდა სათადარიგო სკამზე, თუმცა მისი სიტუაცია ვერც გამოჯანმრთელებამ შეცვალა. უკანასკნელი 3 მატჩიდან, იტალიელმა დამრიგებელმა საერთოდ არ მისცა თავის გამოჩენის საშუალება მალაგელს. შარშან, სეზონის მოცემულ ნაწილში, ალარკონის სათამაშო დრო 303 წუთს შეადგენდა, ხოლო ამ მომენტისათვის, ის მხოლოდ 166 წუთს მოითვლის.
„რეალის“ სასტარტო თერთმეტეულში ნახევარმცველთა ტრიო კაზემიროს, მოდრიჩსა და კროოს აქვთ დაკომპლექტებული, ხოლო რომელიმეს არყოფნის შემთხვევაში, ვალვერდე და კამავინგა ავსებენ დანაკლისს. შესაბამისად, ისკოს ადგილი მოედანზე აღარ იძებნება.
გავრცელებული ინფორმაციით, „რეალს“ განვლილ ზაფხულსაც სურდა მოთამაშის გასხვისება, მაგრამ დაინტერესებული კლუბი არ გამოჩენდაა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ესპანელ ფეხბურთელს, მადრიდული კარიერის დასრულება საკმაოდ მინორულ ნოტზე მოუწევს.
AS
- 10 ნოემბერი 2021
- 633
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.