ბრაჰიმს ნაკრებში უხმეს - რას ფიქრობენ მადრიდში?

ახალგაზრდა შემტევის შთამბეჭდავი პროგრესი თვალთახედვის არედან არ გამორჩენია ლუის ენრიკეს. მიმდინარე სანაკრეო პაუზაზე მას „ფურია როხას“ რიგებში უხმეს.

როგორც იცით, უკვე მეორე სეზონია, ბრაჰიმ დიასი „მილანის“ ღირსებას იცავს. შარშან, „როსონერის“ რიგებში წარმატებული ასპარეზობის წყალობით, იტალიელებმა კიდევ 2 წლით ინათხოვრეს 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც მოქმედი კონტრაქტით 2025 წლის ზაფხულამდე არის დაკავშირებული სამეფო კლუბთან.

მიმდინარე სეზონში დიასმა სერიას ა-ს 11 შესაძლო დაპირისპირებიდან 10-ში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ბურთაობა. ის სტეფანო პიოლოს ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

მადრიდში მოხარულნი არიან ფეხბურთელის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, თუმცა მის ნაადრევ დაბრუნებაზე არ ფიქრობენ. კლუბებს შორის ურთიერთობა სკმაოდ მაღალ საფეხურზეა და შესაბამისად, მადრიდელები შეთანხმების უგულებელყოფას არ აპირებენ.

marca

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)