„რეალი“ ყოფილმა ფეხბურთელმა გააკრიტიკა
ავსტრიელმა ცენტრალურმა მცველმა „რეალის“ აკადემიაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
ფილიპ ლინჰარტი 2014-2017 წლების განმავლობაში ირიცხებოდა სამეფო კლუბის ასაკობრივ გუნდებში. შემდეგ ის ჯერ იჯარით, ხოლო შემდეგ სამუდამოდ გადაბარგდა „ფრაიბურგში“ და დღემდე ბუნდეს ლიგაში ასპარეზობს. 25 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, Transfermarkt-ის მონაცემებით, 14 მილიონ ევროს შეადგენს.
„გაოცებული დავრჩი, როდესაც „რეალის“ 17 წლამდელთა შემადგენლობის მოთამაშეები 500 ევროიანი ხელჩანთებით დავინახე. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ წარმოადგენს აუცილებლობას. როდესაც ადრეულ ასაკში ფეხბურთელი ასეთ თანხას გამოიმუშავებს, ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს მის კარიერაზე. ასე იკარგება ახალგაზრდა ტალანტები.“
„„ფრაიბურგში“ ბევრად ოჯახური გარემოა, ვიდრე „რეალში,“ რაც განსაკუთრებულს ხდის გარემოს.“
„მადრიდში დაბრუნება დიდი შესაძლებლობა იქნება. ცხადია, უარს არასდროს ვიტყვი.“
MARCA
- 10 ნოემბერი 2021
- 827
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.