კაზემირო: „შვილიშვილებს მოვუყვები ამის შესახებ“
კაზემირო თანაგუნდელების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ნამდვილად პრივილეგიაა ამდენი წლის განმავლობაში ისეთი დიადი კლუბის ღირსების დაცვა, როგორიც მადრიდის „რეალია.“ ვფიქრობ, ჩემი მიღწევების შესახებ ზუსტ ანალიზს მაშინ გავაკეთებ, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დასრულდება.“
„შვილიშვილებს აუცილებლად მოვუყვები მის შესახებ, რომ ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის მხარდამხარ მიწევდა ბურთაობა. ისინი განსაკუთრებული ფეხბურთელები არიან, თამაშის შემოქმედნი.“
„ბენზემასთან ერთად ასპარეზობა დიდი სიამოვნებაა. ვიმედოვნებ, აუცილებლად მოიგებს „ოქროს ბურთს.““
„ვინისიუსი შესანიშნავ ფორმაშია. მას კიდევ აქვს განვითარების პოტენციალი.“
MARCA
- 10 ნოემბერი 2021
- 618
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.