კარვახალი „ბარსელონაზე:“ „ეს ნამდვილად გასაოცარია“
ეროვნულ ნაკრებში ბრუნებდაის შემდეგ, დანიელ კარვახალმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა მადრიდულ გამოცემასთან.
- როგორი გრძნობაა Las Rozas-ზე (ეროვნული ნაკრების ბაზა) დაბრუნება?
- ზუსტად ისეთივე გრძნობა დამეუფლა, როგორც პირველი ვიზიტის დროს, ბავშვივით გახარებული ვარ. აღელვებული ვარ იმ ფაქტით, რომ კვლავ მომეცემა ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა. თანაგუნდელებთან შეხვედრა სასიამოვნო პროცესი იყო.
- როდესაც ესპანეთის ნაკრების თამაშების სახლიდან უყურებდი, სიბრაზე ან იმედგაცრუება ხომ არ გეუფლებოდა?
- სიმართლე გითხრათ, აღნიშნულ პერიოდში მცირეოდენი დოზით ყველანაირი აზრი ტრიალებდა ჩემს გონებაში. ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა იყო მიზანი, თუმცა ახლა უკვე წარსულია და ამაზე საუბარი არ ღირს. მხოლოდ საბერძენთთან გასამართ პაექრობაზე ვფიქრობ, რომელიც საკმაოდ რთული იქნება.
- მეგობრებისთვის მოგიწია იმის ახსნა, რომ ლუის ენრიკე ანტი მადრიდისტა არ არის?
- როდესაც მსგავსი მოსაზრება მოვისმინე, მათ ავუხსენი, რომ არასწორად ფიქრობდნენ. მოთამაშეების შერჩევის პროცესში, მწვრთნელი ეყრდნობა ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც მისი აზრით სარგებელის მომტანნი იქნებიან გუნდისათვის. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ რომელ კლუბში ირიცხება. მან არა ერთხელ დაამტკიცა ეს.
- შენ ყოველთვის შედიოდი ენრიკეს გეგმებში...
- დიახ და ამისათვის მადლიერი ვარ. მან წინა პრესკონფერენციაზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა ჩემი მისამართით. ვიმედოვნებ, ასეც გაგრძელდება.
- წარმოგიდგენია მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანეთის გარეშე?
- რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს.
- როგორ ფიქრობ, „ბარსელონა“ გამოეთიშა ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას?
- ამაზე საუაბრი ნაადრევია. როდესაც ზინედინ ზიდანი დაბრუნდა „რეალში,“ კატალონიელებს 12 ქულით ჩამოვრჩებოდით სატურნირო ცხრილში, თუმცა სეზონი ტიტულით დავასრულეთ.
- იქ ჩავი დაბრუნდა, რომლის მხარდამხარ და პირისპირაც არა ერთხელ გითამაშია...
- ჩავის დარი ფიგურის კლუბში დაბრუნება, ცხადია, იმედის მომცემია კატალონიელებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ მას, მაგრამ არა ჩვენს წინააღმდეგ (იცინის).
- რას იტყოდით მათ მდგომარეობაზე?
- როგორც კარლო ანჩელოტი ამბობს, ჩვენ გაკვირვებულნი ვართ „ბარსელონას“ პოზიციით, მაგრამ ვერავინ გამორიცხავს მათ ტიტულისათვის ბრძოლაშია. პატივისცემა უპირველესია.
- რას ფიქრობ, როდესაც ხედავ ვინისიუსს?
- ის რაკეტასავითაა, უბრალოდ დაფრინავს. რაც მთავარია, დიდი სარგებელი მოაქვს გუნდისათვის. მიმდინარე „რეალში“ საუკეთესო კონდიციებში მყოფი ფეხბურთელია, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით. არადა გვახსოვს, როგორ აკრიტიკებდნენ მშრალი სერიებისა და სიზუსტის არქონის გამო, თუმცა თავდაუზოგავი შრომის წყალობით, ეს უკვე წარსულია.
- ესაუბრები სერხიო რამოსს?
- ახლახანს მქონდა მასთან კომუნიკაცია. მითხრა, რომ ძალიან ახლოს არის მოედანზე დაბრუნებასთან. ვიმედოვნებ, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მწვანე მინდორზე და ჩვენ კვლავ გვექნება შესაძლებლობა სიამოვნება მივიღოთ მისი ფეხბურთისგან.
- უცნაურია არა, ისეთ ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობა, სადაც სერხიო არ არის?
- დიახ. აქ ბევრი ახალი სახეა, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები. ვფიქრობ, სერხიოს თუ ყველაფერი კარგად აეწყო პარიზში, ნაკრებშიც შეძლებს დაბრუნებას.
MARCA
- 10 ნოემბერი 2021
- 705
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.