მილიტაოს შთამბეჭდავი ასპარეზობა
ბრაზილიელი ცენტრალური მცველი სამეფო კლუბის შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა.
ედერ მილიტაომ „რეალის“ რიგებში მიჯრით 30 შეხვედრა ჩაატარა. აქედან, 14 შეხვედრა წინა სეზონზე მოდის, ხოლო 16 მიმდინარეზე. „პორტუს“ ყოფილი ფეხბურთელის აღმასვლა, 3 აპრილს, „ეიბარის“ წინააღმდეგ დაიწყო. მას შემდეგ, მილიტაოს აღარ დაუთმია „ბლანკოსის“ სასტარტო თერთმეტეული.
ვარანისა და რამოსის კლუბიდან წასვლის შემდეგ, 23 წლის მოთამაშემ წარმატებით გადაიბარა გუნდის თავდაცვაზე პასუხისმგებლობა.
MARCA
- 10 ნოემბერი 2021
- 495
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.