კვირის მეორე ვარჯიში დასრულებულია
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა კვირის მეორე ვარჯიში წარმატებით დაასრულეს.
სესია ნახევარსაათიანი გახურებით და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვით დაიწყო. შემდეგ ანჩელოტიმ ყურადღება გადაიტანა ბურთის ფლობასა, სხვადასხვა მანევრსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე.
ფედე ვალვერდე, როდრიგო და მარიანო ვარჯიშობდნენ როგორც სატრენაჟორო დარბაზში, ასევე მინდორზე, ხოლო დანი სებალიოსი აღდგენით პროცესს მხოლოდ ტრენაჟორებზე გადის.
ხვალ კოლექტივი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და მორიგ სამწვრთნელო სესიას გამართავს.
- 10 ნოემბერი 2021
- 328
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.