კლოპი „რეალის“ ვარსკვლავისთვის 100 მილიონ ევროს გადაიხდის!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, იურგენ კლოპი მთავარ სატრანსფერო მიზნად მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს განიხილავს და მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდა აქვს დაგეგმილი...
საქმე ეხება ფედერიკო ვალვერდეს, რომელსაც „რეალთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა.
ზემოაღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ფლორენტინო პერესის საინტერესო წინადადებით დაინტერესების გარეშე მერსისაიდული მხარე ვერაფერს გახდება, ამიტომ ტრანსფერის ალბათობა ძალიან მცირეა.
„ენფილდის“ მკვიდრები „რეალთან“ 100 მილიონი წინადადებით საუბარს გეგმავენ და მიაჩნიათ, რომ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ ურუგვაელის დამატება შესაძლებელია.
კლოპის აზრით, ფედერიკო შესანიშნავად მოერგება პრემიერლიგის საოცარ ტემპს, ხისტ თამაშს და სტილს, ვინაიდან მისი ფიზიკური ძალა და ენერგიულობა ყველა სტანდარტთან მოდის შესაბამისობაში.
იურგენის აზრით, „ლივერს“ ყველაზე მეტად ნახევარდაცვის გაძლიერება სჭირდება, ვალვერდე კი მისი ასაკისა და ნიჭის გათვალისწინებით მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ვარიანტია.
- 10 ნოემბერი 2021
- 6 930
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.