ნაჩოს წასვლა არ სურს და შესაძლებლობების დამტკიცებას აპირებს
ნაჩო ფერნანდესის ირგვლივ არაერთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდება. შანსების კლებასთან ერთად, მის წასვლაზეც საუბრობენ.
ესპანელი მცველის დამატებით ჟოზე მოურინიო ინტერესდება და მას 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა როგორც სჩანს, თავად ფეხბურთელი მადრიდიდან აბარგებას არ გეგმავს.
მოქმედი კონტრაქტით ნაჩეტე „რეალის“ სადარაჯოზე 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს.
ანჩელოტი არჩევანს მილიტაო-ალაბას დუეტზე აკეთებს, ფლანგებზე კი კარვახალი და მენდი გამოდიან, რაც ფერნანდესის შანსებს ამცირებს.
ამ სეზონში ნაჩომ მოედანზე 801 წუთი გაატარა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ეს მაჩვენებელი მინიმალურად იზრდება და სტატისტიკა ძირითადად სეზონის სტარტზე მოდის.
ახლა ნაჩო გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ცდილობს, რომ კარლოს საკუთარი შესაძლებობები კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს.
- 10 ნოემბერი 2021
- 342
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.