პერესმა ანჩელოტის შეატყობინა, რომ „რეალიდან“ 8 ფეხბურთელს უშვებს
ესაპანური გამოცემების ცნობით, 2022 წლის ზაფხულში „რეალს“ იმაზე ბევრად მეტი ფეხბურთელი დატოვებს, ვიდრე მოსალოდნელია. ფლორენტინო პერესმა კარლო ანჩლოტის შეატყობინა, რომ გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მომდევნო ზაფხულიდან იწყება, პირველ რიგში კი გუნდში ადგილები უნდა გათავისუფლდეს, რაც შესაბამისად ხელფასების ოპტიმიზაციასაც შეუწყობს ხელს...
ფლორენტინო პერესი აქცენტს პოლ პოგბას, ერლინგ ჰოლანდისა და კილიან მბაპეს დამატებაზე აკეთებს. გარდა ამისა, კლუბის რადარზე არიან ახალგაზრდა შემტევი ადეიემი, მატის დე ლიხტი, პაუ ტორესი და სხვა მცველები, თუმცა მეტი კონკრეტიკა ამ საკითხზე არ არსებობს.
„ბლანკოსში“ ძალიან სერიოზულად ფიქრობენ და მუშაობენ მარჯვენა მცველის დამატებაზე. რადარზეა ტრენტ ალექსანდრ არნოლდი, რის ჯეიმსი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. პერესი ხვდება, რომ კარვახალს სერიოზული კონკურენტი სჭირდება და დიდი თანხის გაღებაზეც არ ამბობს უარს.
რაც შეეხება წამსვლელებს. ფლორენტინოს აზრით, გუნდში ძალიან მაღალი მასშტაბების ცვლილებებია საჭირო. ალვარო ოდრიოზოლა, ხესუს ვალიეხო, მარიანო დიასი, ლუკა იოვიჩი, ედენ აზარი, ისკო ალარკონი, მარსელო ვიეირა დანი სებალიოსი წასვლის მთავარი კანდიდატები არიან.
ჯერ-ჯერობით ბურუსით არის მოცული ბრაჰიმ დიასისა და ტაკეფუსა კუბოს მომავალი. ამ შემთხვევაში „რეალი“ მათ განვითარებას დააკვირდება.
- 10 ნოემბერი 2021
- 2 668
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.