ტრიოს დაბრუნება ანჩელოტის როტაციის საშუალებას მისცემს
გასული სანაკრებო შეკრებიდან მიმდინარ სანაკრებო შეკრებამდე კარლო ანჩელოტის „რეალმა“ საკმაოდ კარგი შედეგები დააფიქსირა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებების მხრივ გუნდი მოიკოჭლებდა, რაც გადაღლას იწვევს და ტრავმების რისკს ზრდის.
საკლუბო სეზონის განახლების შემდეგ გუნდთან ერთად იქნებიან ბეილი, ფედერიკო ვალვედე და როდრიგო გოეში, რაც კარლიტოს მეტი როტაციის საშუალებას მისცემს.
იტალიელი სპეციალისტი განსაკუთრებით ელის ვალვერდეს გამოჯანმრთელებას, რათა ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის ჩანაცვლება ხშირად შეძლოს.
ბეილის და როდრიგოს დაბრუნება კი შეტევით რესურსს კიდევ უფრო კონკურენუნარიანს გახდის.
ექიმების ვარაუდით, მომდევნო კვირიდან როდრიგო და ფედე სრულფასოვანი დატვირთვით ივარჯიშებენ, ბეილი კი უკვე მზად არის და „რეალში“ დაბრუნებამდე უელსის ნაკრებშიც ითამაშებს.
- 10 ნოემბერი 2021
- 529
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.