ატლეტიკო არ კარგავს გაგოს გადაბირების იმედს
მადრიდის ატლეტიკოს სურს არგენტინელი ფერნანდო გაგოს შეძენა, ”როხიბლანკოს” ხელმძღვანელები უკვე შეხვდნენ ,,ბლანკოსის” ხელმძღვანელებს მაგრამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო, ამის მთავარი მიზეზი კი გახლავთ ფერნანდო გაგოს რეალში დარჩენის სურვილი...
ახალგაზრდა არგენტინელი თვლის, რომ ბლანკოსშია მისი ადგილი და არა ატლეტიკოში. ,,მე რეალში ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ, ამ კლუბმა ბევრი რამ მომცა და მასწავლა” ეს განცხადება ფერნანდოს ეკუთვნის.
ამის მიუხედავად ატლეტიკოს ხელმძღვანელობა არ კარგავს ფეხბურთელის შეძენის იმედს, ისინი ნახევარმცველს იმაზე გაცილებით მეტ ხელფასს შესთავაზებენ რაც რეალში აქვს. თეთრების ნახევარდაცვაში ხალხმრავლობაა, გაგოს ადგილზე რეალს უკვე ჰყავს ხაბი ალონსო, ესპანელი ახალწვეული არგენტინელის პოზიციებს აშკარად შეასუსტებს, ფერნანდოს პრაქტიკულად უკვე დაკარგული აქვს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
- 13 აგვისტო 2009
- 1 600
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.