4 ლეგენდას კონტრაქტი 7 თვეში ეწურება
მარსელო ვიეირას, ისკო ალარკონს, გარეთ ბეილს და ლუკა მოდრიჩს 7 თვეზე ცოტა მეტში კონტრაქტი უსრულდება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც თანამშრომლობის გაგრძელების შანსი აქვს ლუკა მოდრიჩია და ამ საკითხზე ფლორენტინო პერესი უკვე აქტიურად მუშაობს.
ისკო, მარსელო და ბეილი კი სეზონის ბოლოს „მერენგების“ რიგებს დაემშვიდობებიან და დასრულდება ის ეპოქა, რომელიც მათ შექმნეს.
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის თასი 4-4-ჯერ აქვთ მოგებული.
- 10 ნოემბერი 2021
- 468
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.