სებალიოსს ზამთარში „ბეტისში“ გადასვლა სურს
დანი სებალიოსს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბეტისის“ რიგებსი დაბრუნება სურს.
ესპანელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ „რეალში“ მისი შანსები ნულოვანია, სწორედ ამიტომ მოვლენების სხვა განვითარებას ეძებს.
სებას მიზანი ესპანეთის ნაკრებში მოხვედრაც არის, ამიტომ მისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკაა საჭირო.
„ბეტისის“ ხელმძღვანელობა პრეზიდენტ პერესს 2022 წლის დადგომისთანავე მიმართავს და ეცდება, რომ შეთანხმებას მიაღწიოს.
თავის მხრივ, კარლო ანჩელოტის ნახევარმცველის წასვლის პრობლემა არ აქვს, ვინაიდან ნახევარდაცვაში მაგიურ ტრიოსთან ერთად კამავინგას, ისკოს და ფედერიკო ვალვერდეს გამოყენებაც შეუძლია.
- 9 ნოემბერი 2021
- 559
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.