სანტიაგო ბერნაბეუზე ტრიბუნების მონტაჟი უკვე დაიწყო
სულ რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ ჭორი უწოდეს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბერნაბეუზე ტრიბუნების ფერი იცვლებოდა, თუმცა არენაზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სხვაობა თვალნათლივია.
„რეალმა“ ახალი ტრიბუნების დამონტაჟება უკვე დაიწყო. „ბლანკოსს“ სურს, რომ სანაკრებო პაუზა შესაბამისად გამოიყენოს და სტადიონის გარკვეულ ნაწილზე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატაროს.
აღსანიშნავია, რომ სკამების ფერი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, რაც არენას სულ სხვაგვარს გახდის.
ამ წუთებშიც კი ბერნაბეუზე მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება არ წყდება.
შეგახსენებთ, ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
- 9 ნოემბერი 2021
- 713
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.