„რეალი“ 700 მილიონამდე მოგებას ელოდება
მომდევნო წლის განმავლობაში მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა 700 მილიონ ევრომდე მოგებას ელოდება...
სამეფო კლუბმა დაძლია ის პრობლემები, რომელიც პანდემიის პირველმა ეტაპმა შეუქმნა. ფაქტია, რომ ფლორენტინო პერესის სწორი პოლიტიკის შედეგად გუნდს დანაკარგი არ აქვს, იმ ფონზე, რომ ზოგიერთი ძლიერი კლუბის ბიუჯეტი 10 და 15 პროცენტით შემცირდა.
ახლა „ბლანკოსის“ პროგნოზები ძალიან იმედისმომცემია. სანტიაგო ბერნაბეუს ნაწილობრივი გახსნის, მუზეუმის და სხვა ტურისტული წერტილების ამოქმედების გამო „რეალში“ ყველაფერი პროგრესისკენ მიდის.
პროგნოზის მიხედვით, კლუბმა 700 მილიონიანი მოგება უნდა დააფიქსიროს, რაც ამ მომენტისთვის იდეალური მაჩვენებელი იქნება.
სანტიაგო ბერნაბეუს სრული რეკონსტრუქციის შემდეგ კი „რეალის“ შემოსავლები კოლოსალური გახდება.
- 9 ნოემბერი 2021
- 871
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.