ედენ აზარი - „ნიუქასლის“ პირველი შენაძენი?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ნიუქასლის“ პირველი შენაძენი ძალიან მაღალი ალბათობით ედენ აზარი იქნება.
ასპარეზზე „ჩელსიც“ იყო გამოსული, თუმცა ტომას ტუხელი ბელგიელის მიმართ ინტერესს უარყოფს და აცხადებს, რომ ლონდონური გრანდის წინა ხაზში ისედაც ბევრი ფეხბურთელია.
აზარი გრანდებს აღარ სურთ, რასაც პირველ რიგში მისი ტრავმიანობა განაპირობებს. არაერთი გამოცემის ცნობით, ედენს „ნიუქასლიდან“ უკვე რეალური წინადადება აქვს, პირობები კი შესანიშნავია, ამიტომ ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდ სიმაღლეებს აღწევს.
- 7 ნოემბერი 2021
- 1 946
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.