აზარი:„გაცილებით მეტი დატვირთვის მიღება შემიძლია“
ედენ აზარმა „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირება შეაფასა.
„მინდა გითხრათ, რომ „რეალმა“ საკმაოდ რთული მატჩი მოიგო. „რაიო ვალეკანო“ ამ სეზონში შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახება.“
„გაცილებით მეტის თამაში შემიძლია და ეს ანჩელოტიმ იცის. დღეს მოედანზე 10 წუთი დავყავი.“
„პრობლემები არ მაქვს. მერწმუნეთ, საკმაოდ კარგად ვემზადები და მჯერა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბის დახმარებას უფრო ხშირად შევძლებ.“
„ნოემბრის მეორე ნახევარი საკმაოდ რთული იქნება, ჩვენ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ვაპირებთ.“
- 7 ნოემბერი 2021
- 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.