კურტუა:„მატჩის ბოლოს გადავრჩით“
ტიბო კურტუამ „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ მატჩი შესანიშნავად დავიწყეთ და გოლებიც გავიტანეთ, მეორე ტაიმში სცენარი შეიცვალა, ბოლოს კი ნამდვილად გადავრჩით. უნდა ვეცადოთ, რომ ბალანსი შევინარჩუნოთ. დღევანდელი მოგება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, თუმცა მეტი ყურადღება გვმართებს. „ბარსელონასთან“ და „ელჩესთან“ აბსოლუტურად უაზრო გოლები გავუშვით, ამას კი წერტილი უნდა დაესვას.“
„მატჩის კონტროლი გვქონდა, უამრავი მომენტი შევქმენით და 2 გოლზე გაცილებით მეტის გატანა შეგვეძლო. იღბალმა გარკვეულწილად გვიმტყუვნა და ასევე გაგვიმართლა კიდეც, ვინაიდან „ვალეკანოს“ აშკარად შეეძლო მეორე გოლის გატანა.“
„ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ და ვეცდებით, რომ შეცდომები გავაანალიზოთ. ახლა კი გამარჯვებით უნდა დავტკბეთ.“
- 7 ნოემბერი 2021
- 355
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.