კროოსი:„დაღლილი და ბედნიერი ვარ“
ტონი კროოსმა „რაიო ვალეკანოს“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დაღლილი და ბედნიერი ვარ. გოლის გატანამ ძალიან გამახარა, ვინაიდან ამ ბურთმა გამარჯვების მიღწევაში დიდი როლი ითამაშა.“
„მესამე გოლის გატანის შემთხვევაში ყველაფერს წერტილი დაესმებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვარხეთ. გუნდი გადაღლილია, პირველ ტაიმში შესანიშნავად ვიასპარეზეთ, მაგრამ შემდეგ დაღლილობა დაგვეტყო.“
„შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩი იყო, თანაც საკმაოდ რთულ მეტოქესთან. ბუნებრივია, 3 დღეში ერთხელ თამაში და მუდმივად სისწრაფეებზე თამაში რთულია.“
„დიახ, ბერნაბეუზე ხალხი იმისთვის მოდის, რომ საუკეთესო ფეხბურთელი იხილოს. სწორედ ამას მოჰყვა სასტვენებიც, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ „რეალმა“ ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა. ვერავინ მეტყვის, რომ ეს ცუდი შედეგია.“
„როდესაც გავიგე, რომ ჩავი „ბარსაში“ დაინიშნა, თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ კატალონიური კლუბის სათამაშო ფილოსოფია შეიცვლება. ალა ჩვენს შორის სხვაობა 10 ქულაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მთელი სეზონი წინ გვაქვს.“
„ვინისიუსი რთულ მომენტებში ძალიან დაგვეხმარა. ბრაზილიელ ფეხბურთელს არნახული პროგრესი აქვს, რაც ძალიან მიხარია.“
„ვიცი, როგორ ვარჯიშობს ბენზემა, როგორ შრომობს სხეულზე, როგორ იკვებება და ასე შემდეგ. კარიმი არის ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც იმსახურებს ოქროს ბურთს.“
„ჩემთვის მთავარი ყოველთვის იყო და არის გუნდური ტიტულები.“
- 7 ნოემბერი 2021
- 2 119
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.